ძლიერ ვისურვებდი ელჩი ჰარცელის მიღებას... - წულუკიანის პასუხი დიპლომატის კრიტიკაზე

გამოქვეყნდა:

ევროკავშირის ელჩს თეა წულუკიანი ფეისბუქით პასუხობს - ძლიერ ვისურვებდი ელჩი ჰარცელის მიღებას საქართველოს პარლამენტში, რათა განგვეხილა მისი დღევანდელი განცხადება ჩემთან (საქართველოს პარლამენტის წევრი) დაკავშირებით - წერს დეპუტატი დიპლომატის დღევანდელი განცხადების შემდეგ.

საუბარია კარლ ჰარცელის კომენტარზე, რომელიც იუსტიციის ყოფილი მინისტრის მხრიდან, "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის პირადი ტელეფონის ნომრის საჯაროდ გამოცხადებას ეხება.

ამის მოსმენა არასასიამოვნო სიურპრიზი იყო, არაეთიკურად მიმაჩნია - თქვა დღეს დიპლომატმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი