არჩევნების შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი დღეს პარლამენტში დარეგისტრირდება 

გამოქვეყნდა:

2020 წლის 31 ოქტომბრის გაყალბებული საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი ბიუროს სხდომაზე დღეს უნდა დარეგისტრირდეს.

ოპონენტები მმართველ გუნდს, რეგლამენტს ახსენებენ და ამტკიცებენ, რომ პარლამენტის არსებულ შემადგენლობას საგამოძიებო კომისიის შექმნის უფლება არ აქვს.

"საგამოძიებო კომისია - საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, როდესაც იქმნება, მასში უმრავლესობაში უნდა იყვენ წარმოდგენილი ოპოზიციის წევრები, პარლამენტში ახალა "ქართულ ოცნებას" ოპოზიცია არ ჰყავს და ვისით აპირებს რომ დააკომპლექტოს ეს ე.წ. საგამოძიებო კომისია საერთოდ გაუგებარია. ეს არის ისეთივე ფარსი, როგორ ფარსადაც იქცა მთლიანად, დღეს, სამწუხაროდ საპარლამენტო საქმიანობა", - ამბობს "ენმ"-ის წევრი თინა ბოკუჩავა. 

 

"რაც არ უნდა გამოიძიოს და შეისწავლოს საგამოძიებო კომისიას საბოლოო გადაწყვეტილებას ამტკიცებს პარლამენტის პლენალური სხდომა და წარმოგიდგენიათ, რომ "ქართული ოცნება" თავისსავე უმრავლესობით პარლამენტში იტყვის, რომ - უი გავაყალბეთ, გვაპატიეთ მეტს აღარ ვიზამთო", - ამბობს "ევროპული საქართველოს" წევრი, ხათუნა გოგორიშვილი 

 

"არის რაღაც საკითხები, რომელთა დადგენაც ამ კომისიისთვის შეუძლებელია, კლოუნადაა, შეუძლებელია იქიდან რაიმე გამოვიდეს", - ამბობს "გირჩი - მეტი თავისუფლებას" თავმჯდომარე, ზურაბ ჯაფარიძე. 

უმრავლესობის წევრები ოპოზიციას მოუწოდებენ ჩაერთონ კომისიის მუშაობაში და დაამტკიცონ ის, რომ არჩევნები გაყალბდა.

მთავარი 09:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი