"ეს არ არის 100%-იანი შედეგი" - გახარიას ბრიფინგის შემდეგ რესტორატორები ახალ სტრატეგიაზე შეთანხმდებიან

გამოქვეყნდა:

რესტორატორების მიერ პროტესტის ნიშნად დაგეგმილი აქცია შაბათს, როცა ისინი თავიანთი ობიექტების გახსნას აპირებდნენ იმის მიუხედავად, ექნებოდათ თუ არა ამის უფლება საკოორდინაციო საბჭოსგან, დღის წესრიგიდან ჯერაც არ არის მოხსნილი. 

რესტორატორები პარლამენტში იმყოფებოდნენ და თავიანთ პოზიციას ერთერთ საკომიტეტო მოსმენაზე დეპუტატებს აცნობდნენ და სწორედ აქ გახდა მათთვის ცნობილი მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება შეზღუდვების ნაწილობრივ მოხსნის შესახებ. ამ გადაწყვეტილების მიხედვით, რესტორნებს უკვე შეეძლებათ ღია სივრცეში სერვისი განახლება, თუმცა, კვლავ გაურკვეველია საბავშვო ცენტრების, ფიტნეს დარბაზებისა და დახურული კაფე-რესტორნების ბედი. 

აქედან გამომდინარე, რესტორატორები და სხვადასხვა ობიექტების მფლობელები ამბობენ, რომ "ეს არ არის 100%-იანი შედეგი", აქედან გამომდინარე, ჯერ არ არის საბოლოოდ გადაწყვეტილი, გაუქმდება თუ არა 6 თებერვალს დაგეგმილი დაუმორჩილებლობის აქცია - ამის შესახებ გადაწყვეტილებას რესტორატორები ერთობლივად, კონსულტაციების შემდეგ მიიღებენ. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი