ივანიშვილის მხილება - ელდარ გოგოლაძე პროკურატურაში დაიბარეს

გამოქვეყნდა:

სკანდალური მხილების შემდეგ, "ქართუ ჯგუფის" ყოფილი ვიცე პრეზიდენტი და ბიძინა ივანიშვილის უახლოესი გარემოცვის ყოფილი წევრი პროკურატურაშია დაბარებული.

ელდარ გოგოლაძე საგამოძიებო უწყებაში ხვალ, 12 საათზე უნდა მივიდეს. გოგოლაძე მის დაკავებასაც არ გამორიცხავს - "მის ნებაზე რომ იყოს ფიზიკურ განადგურებაზეც არ დაიხევს უკან, ეს ბანდიტური რუსეთის 90-იანი წლების სკოლაა" - ამბობს ელდარ გოგოლაძე მთავართან საუბარში

შოთაძის პროკურატურამ ჯერ კიდევ 2 თვის წინ გამოკითხვაზე ანზორ შარმაძე დაიბარა. შარმაიძე CIA- ს თანამშრომლის, ფრედი ვუდროფის საქმეზე მსჯავრდებული პირია რომელიც 12 წლის განმავლობაში ითხოვდა საქმის გადახედვას და მისი უდანაშაულოდ ცნობას, თუმცა ივანიშვილის პროკურატურას შარმაიძის უფლებები მხოლოდ ელდარ გოგოლაძის სკანდალური ინტერვიუს შემდეგ გაახსენდა. 

ყველაფერი ოლიგარქის შესახებ - ელდარ გოგოლაძემ ბიძინა ივანიშილთან მუშაობის წლები და ყველა საინტერესო დეტალი ნიკა გვარამიას "მთავარ აქცენტებში" ჯერ კიდევ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, 2020 წლის 26 ოქტომბერს გაიხსენა და ოლიგარქის მანკიერი მხარე მთლიანად ამხილა.

ამის შემდეგ კი დააანონსა, რომ მის წინააღმდეგ ამ განცხადებების გამო დევნა დაიწყებოდა.

CIA- ს თანამშრომლის მკვლელობის საქმე

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი