პროკურატურა ნიკა მელიას დაპატიმრებით ემუქრება - გადაიხდის თუ არა გირაოს ერთ კვირაში ენმ-ის ლიდერი

გამოქვეყნდა:

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე დღეს პროკურატურაშია დაბარებული.  საგამოძიებო უწყებაში განმარტავენ, რომ ნიკა მელიას გამოძახება გირაოს გადაუხდელობას უკავშირდება, რომელიც პოლიტიკურ ლიდერს 20 ივნისის საქმეზე აქვს შეფარდებული. 

დღეს პროკურატურა ნიკა მელიას დამატებით, ერთკვირიანი ვადის გაფორმებას შესთავაზებს, თუ ის ამ ვადაში გირაოს - 40.000 ლარს არ გადაიხდის, პროკურატურა მის დაკავებას მოითხოვს. 

"გაფორმდება ოქმი, რომლის მიხედვითაც მას გირაოს თანხის გადასახდელად მიეცემა დამატებით ერთკვირიანი ვადა. ასევე განემარტება, რომ გირაოს თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, ან თუ იგი გირაოს თანხას ექვივალენტური უძრავი ქონებით არ უზრუნველყოფს, ბრალდების მხარე მიმართავს სასამართლოს მის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობით შეცვლის თაობაზე“- ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

შეგახსენებთ, პროკურატურა ნიკა მელიას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით ედავება, ხოლო 2019 წლის 27 ივნისის განჩინებით, ნიკანორ მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 30 000 ლარი და დამატებით შემზღუდავი ღონისძიებები, მათ შორის, ელექტრონული მონიტორინგი.

2020 წლის 1 ნოემბერს, არჩევნების გაყალბების საწინააღმდეგო აქციაზე, პარლამენტის შენობასთან, ნიკა მელიამ ელექტრონული მონიტორინგისთვის განკუთვნილი სამაჯური მოიხსნა.

პროკურატურის განცხადების თანახმად, ნიკა მელიას ამ ნაბიჯმა, "პრაქტიკულად გამორიცხა მის მიმართ კანონმდებლობით დაკისრებული, სამართლებრივად სათანადო ქცევის უზრუნველმყოფი გარანტიების არსებობა"

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი