"ეს არის სიგიჟე, აიძულო ადამიანს გინდა თუ არა პარლამენტში იმუშავეო" - ასე აფასებს ზურა გირჩი ჯაფარიძე პარლამენტის გადაწყვეტილებას, ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატების შენარჩუნების თაობაზე. ეს გადაყვეტილება ჯაფარიძემ დღეს, 8 თებერვალს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა. Სარჩელში საუბარია, რომ გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 39-ე მუხლს და წინააღმდეგობაში მოდის წარმომადგენლობითი ორგანოს არსთან.
"დაახლოებით ორი თვე იქნება რაც განცხადება დავწერე და მოვითხოვე მანდატის გაუქმება. რაზეც პარლამენტმა უარი მითხრა. ეს არ არის მხოლოდ მანდატის საკითხი. მანდატთან ერთად მე შეზღუდული მაქვს სხვადასხვა უფლებები, საგანმანათლებლო საქმიანობის გარდა არაფრის კეთების უფლება არ მაქვს იმის გამო რომ ფორმალურად მანდატი არ გამიუქმეს. გარდა ამისა სახელმწიფო ჩემგან ითხოვს დეკლარაციის ჩაბარებას და ჩაუბარებლობის შემთხვევაში ჯერ ჯარიმას დამაკისრებენ, შენმდეგ კი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას. ეს ყველაფერი არაკონსტიტუციურია, ეს სიგიჟეა რომ ადამიანს ავალებდე გინდა თუ არა აქ იმუშავეო"- განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
ჯაფარიძემ სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში პირადად შეიტანა.
შეგახსენებთ, რომ ოპოზიცია საკუთარი მანდატების გაუქმებას არჩევნების შემდეგ ითხოვს, თუმცა მმართველმა გუნდმა წინა სხდომაზე ეს საკითხი ჩააგდო და 51 დეპუტატიდან მანდატი არცერთს არ გაუუქმა.
ავტორი: თეა ვაშალომიძე.