იქნება თუ არა ნულოვანი ბარიერი არჩევნები 2024-ზე - რას ელოდება მმართველი პარტია

გამოქვეყნდა:

დათანხმდება თუ არა უმრავლესობა მომდევნო საპარლამენტო არჩევნებზე ბარიერის დაწევას, თუნდაც იმიტომ რომ საკანონმდებლო ორგანოში შესვლაზე კიდევ რამდენიმე ოპოზიციონერი დეპუტატი დაითანხმოს?

პირველ რიგში, უმრავლესობა ამ გადაწყვეტილებას ,,გირჩის'' სამი დეპუტატისგან ელოდება, რომელიც ჯერ არ შესულა პარლამენტში, თუმცა არც განცხადება დაუწერია უფლებამოსილების შეწყვეტაზე. გუშინ ,,ქართულმა ოცნებამ'' დღის ბოლოს უმრავლესობის სხდომა გამართა პარტიის ცენტრალურ ოფისში, რის შემდეგაც ფრაქციის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ საკმარისი მანდატების არსებობის შემთხვევაში საარჩევნო ბარიერი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის 0-დან 3 პროცენტამდე იქნება.

"მემორანდუმით, რომელიც ცნობილია საზოგადოებისთვის, ჩვენ ისედაც გვაქვს ვალდებულება, რომ საკმარისი მანდატების არსებობის შემთხვევაში, საარჩევნო ბარიერი 2024 წლის არჩევნებზე დაიწევს 0-დან სამ პროცენტამდე. ეს იმას ნიშნავს, რომ მმართველი გუნდი ამ საკითხზე ყველა ვარიანტს, მათ შორის, უბარიერო სისტემასაც განიხილავს, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, გადაწყვეტილებას სჭირდება მყარი არგუმენტაცია", - ამბობს "ოცნების" ერთერთი ლიდერი. 

მამუკა მდინარაძემ პარტია ,,გირჩიც'' ამ კონტექსტში რომელიც, მისი თქმით, თანახმაა შევიდეს პარლამეტნში, თუ მმართველი გუნდი დათანხმდება ნულოვან ბარიერს ყველა შემდგომი საპარლამენტო არჩევნებისთვის.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი