კოვიდინფიცირებულისგან ნაყიდი ნერწყვი, თანამშრომელმა უფროსს ჩაიში ჩაუსხა - LADbible

გამოქვეყნდა:

თურქეთში, ავტოსალონის მფლობელი ირწმუნება, რომ მისმა ქვეშევრდომმა კოვიდინფიცირებულისგან ნერწყვი იყიდა და ჩაის ჭიქაში ჩაუსხა. 

როგორც LADbible იტყობინება, მას სასამართლოს წინაშე წარდგომა მოუწევს

იბრაჰიმ უნვერდი, სალონის მფლობელი, ამტკიცებს, რომ თანამშრომელს მისი მოკვლა სურდა. მან თანამშრომელს 215 ათასი თურქული ლირა (დაახლოებით 10.000 ლარი) გადაუხადა, რათა კლიენტთან ავტომობილის ყიდვა გაეფორმებინა, მაგრამ ქვეშევრდომმა მას მეორე დღეს დაურეკა და უთხრა, რომ გადახდილი თანხა კრედიტის დასაფარად გამოიყენა. 

ავტოსალონის მფლობელმა სასამართლოს მიმართა ასევე იმ ფაქტზე, რომელიც, მისი თქმით, კერძო დეტექტივისგან მიიღო და რის საფუძველზე ამტკიცებს, რომ სწორედ ამ ქვეშევრდომმა, მისთვის უცნობი, კოვიდინფიცირებული კაცისგან დაავადებულის ნერწყვით სავსე ბოთლაკი 70 დოლარად იყიდა, შემდეგ კი ეს ნერწყვი, უფროსისგან შეუმჩნევლად, მისი ჩაის ჭიქაში ჩაასხა, თუმცა, როგორც სალონის მფლობელი ამბობს, მას თანამშრომლის ქცევა საეჭვოდ მოეჩვენა, ამიტომ ჩაი არ დალია და ინფიცირებას გადაურჩა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი