სუიციდი ქობულეთში - არასრულწლოვანი წარსულში, სავარაუდოდ გააუპატიურეს

გამოქვეყნდა:

არასრულწლოვანი, რომელიც ცოტა ხნის წინ, ქობულეთის მუნიციპალიტეტში გარდაცვლილი ნახეს, სავარაუდოდ სექსუალური ძალადობის მსხვერპლია.

როგორც გოგონას ბაბუამ ჟურნალისტებს უთხრა, მისი 13 წლის შვილიშვილი გასულ ზაფხულს გააუპატიურეს და ამ ფაქტთან დაკავშირებით პოლიციაც საქმის კურსში იყო და შესაბამისი ექსპერტიზაც ჩატარდა, თუმცა პასუხებმა დაიგვიანა, რასაც არასრულწლოვანი განიცდიდა. 

გარდაცვლილი არასრულწლოვანი ბაბუამ იპოვა. მისივე ინფორმაციით, სავარაუდო მოძალადე დაკავებული არ ყოფილა.

შეგახსენებთ, სუიციდის ფაქტი ქობულეთში დღეს საღამოს დაფიქსირდა. მომხდარზე შსს-მ გამოძიება 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი