ქუთაისის მერიასთან სამართალდამცველები არიან მობილიზებული. არსებული ინფორმაციით, სამოქალაქო აქტოვისტები მერიასთან საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავენ.
აქციის მონაწილეებს "მოძრაობა საქართველოსთვის" წევრები თბილისიდანაც შეუერთდებიან.
აქციის მონაწილეები მერისა და იმერეთის გუბერნატორის საქმიანობას გააპროტესტებენ. მერიის წინ სამართალდცველებს კორდონი აქვთ გაკეთებული.