მედპერსონალის დაინფიცირების შემთხვევაში, კლინიკებს მოქმედების პროტოკოლი არ აქვთ

გამოქვეყნდა:

გაწერილი გეგმა კლინიკებისთვის როგორ უნდა მოიქცნენ ისინი მედ პერსონალის ახალი კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევაში, ჯანდაცვის სამინისტროს არ აქვს. კერძო საავადმყოფოებმა არ იციან, მათთან კოვიდ 19 - ის გამოვლენის შემთხვევაში რა პროტოკოლით უნდა იხელმძღვანელონ, რადგან პროტოკოლი არ არსებობს.

მაშინ როდესაც ქვეყანაში ვირუსის გავრცელების მკვეთრი მატებაა მოსალოდნელი, 4 საავადმყოფო და 1 პოლიკლინიკა უკვე დახურულია. თბილისის მედიცინის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, რომელიც ამჟამად კარანტინშია, ამბობს რომ ამ მიდგომით ქვეყანაში მალე ექიმების დეფიციტი შეიქმნება. 

თბილისის მედიცინის ინსტიტუტში კარანტინი გუშინ გამოცხადდა. მას შემდეგ რაც იქ მომუშავე ერთ ერთ ექიმს კოვიდ 19 დაუდასტურდა. ექიმების უმეტესობა თვითიზოლაციაშია. კლინიკის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ტესტირება მხოლოდ ნაწილს ჩაუტარდა, მათ ვისაც სიმპტომები აღენიშნებოდა. ახალ კორონავირუსზე კვლევა არ ჩატარებია სხვა დაავადებების მქონე პაციენტებს რომლებიც ამ კლინიკაში ჯერ კიდევ რჩებიან და რომლებსაც დიდი ალბათობით დაინფიცირებულ ექიმთან შეხება ჰქონდათ. 

გუშინ დაიხურა თბილისში მდებარე ქართულ ჰოლანდიურ საავადმყოფო, სადაც კოვიდ 19 72 წლის პაციენტს დაუდასტურდა. პაციენტი კლინიკაში გულის შეტევის გამო მიიყვანეს და ვირუსის სიმპტომები მას მკურნალობის პროცესში გამოუვლინდა. ექიმები ამ შემთხვევაშიც იზოლაციაში იმყოფებიან. 

რატომ არ არსებობს ამ დრომდე პროტოკოლი რომლის მიხედვითაც კლინიკები კოვიდ 19 ით ინფიცირებულის გამოვლენის შემთხვევაში მოიქცევიან, ჯანდაცვის მინისტრი ამტკიცებს, რომ კონკრეტული მითითებები კლინიკებს მიცემული აქვთ, მათი დახურვის მიზეზად კი მინისტრი მედ პერსონალის რიცხოვნობას ასახელებს. 

გადაუმზადებელი მედპერსონალი, ტესტების სიმცირე და სპეცაღჭურვილობის არარსებობა - ამ მიზეზს ასახელებს ოპოზიცია კლინიკების დახურვის და მედ პერსონალის დაინფიცირების მიზეზად.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი