"პარტიული ტელევიზიები" და ოპოზიცია ბილწსიტყვაობას ტელესერიალებით ამკვიდრებს - კობახიძე

გამოქვეყნდა:

ირაკლი კობახიძის აზრით, "პარტიული ტელევიზიები" ბილწსიტყვაობას მიზანმიმართულად ამკვიდრებენ და ეს პროცესი მათ ტელესერიალებით დაიწყეს.

კობახიძემ "იმედზე" მამულზე, ენასა და სარწმუნოებაზე იმსჯელა:

ეს არის მიზანმიმართული პოლიტიკა. თუ დააკვირდებით, პოლიტიკური ბილწსიტყვაობით არ დაწყებულა ის პროცესი, რომელსაც ჩვენ ვხედავთ დღეს პარტიულ ტელევიზიებში. თვიდან დაიწყო სხვა რამით, მაგალითად, სერიალებით. იქ ხდებოდა ყურის შეჩვევა ბილწისტყვაობისთვის. აქაც პირდაპირ ჩანს, რომ კონკრეტული ელემენტი ჩვენი ეროვნული იდენტობის არ მოწონს და არ სიამოვნებს კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას და ისინი მიზანმიმართულად, სხვადასხვა ფორმით, მათ შორის ბილწსიტყვაობით აჩვევენ ყურს იმას, რომ შენ შეიძლება საკუთრი ენა შეურაცხყო ამბობს კობახიძე.

 კობახიძემ ოპოზიციის წარმომადგენლებს "უსამშობლო" ხალხიც უწოდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი