გიორგი გახარია თანამდებობიდან გადადგა

გამოქვეყნდა:

საქართველოს პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია, თანამდებობიდან გადადგა. 

მან ბრიფინგზე ნიკა მელიაზე, ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ პრობლემებსა და საკუთარ გადაწყვეტილებაზე ისაუბრა.

"ეს [ნიკა მელია] გახლავთ ადამიანი, რომელიც დიდად არასდროს სცემდა პატივს ქართულ კანონმდებლობას. ეს გახლავთ ადამიანი, რომელიც 20 ივნისს მოუწოდებდა ქართველ მოქალაქეებს პარლამენტის შტურმისკენ", - თქვა გიორგი გახარიამ.

გახარიას თქმით, მან გუნდთან ვერ მიაღწია ერთობლივ შეთანხმებას

"იქიდან გამომდინარე, რომ მე, სამწუხაროდ, ჩემს გუნდთან ერთად ვერ მივაღწიე ერთობლივ აზრს ამ საკითხთან დაკავშირებით,  მივიღე გადაწყვეტილება, გადავდგე დაკავებული თანამდებობიდან. მინდა მჯეროდეს, რომ ეს ნაბიჯი ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ სივრცეში პოლარიზაციის შემცირებას. პოლარიზაცია და დაპირისპირება ყველაზე დიდი რისკია ჩვენი მომავლის", - თქვა გიორგი გახარიამ.

ახლა უკვე ექსპრემიერის აზრით, როდესაც ქვეყანაში არის პოლტიკური დაძაბულობა, პოლარიზაცია და ამ ყველაფერს მეტად ამწვავებს პანდემია, მიუღებელია 1 კონკრეტული ადამიანის მიმართ ღონისძიების აღსრულება - თუ ის ადამიანების სიცოცხლეს რისკს უქმნის - თუნდაც ის კანონიერი იყოს. გახარია ფიქრობს, რომ "ასეთი ღონისძიება უნდა ჩატარდეს მხოლოდ მაშინ, როდესაც გადაზღვეული იქნება ყველა სახის რისკი და არ შექნის ესკალაციის არანაირ საბაბს".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი