უკრაინის მოსახლეობას მიხეილ სააკაშვილის მთავრობაში ხილვა სურს - სოციოლოგიური გამოკითხვა

გამოქვეყნდა:

უკრაინელები ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანაში დახმარებას მიხეილ სააკაშვილს სთხოვენ, პრეზიდენტ ზელენსკის კი საქართველოს მესამე პრეზიდენტის პრემიერ მინისტრად დანიშვნისკენ მოუწოდებენ. 

კომპანია "იპსოსის" მიერ ჩატარებულ კვლევებით, კითხვაზე, თქვენი აზრით ვინ იქნებოდა უკრაინის ყველაზე ეფექტური პრემიერ მინისტრი, ყველაზე მაღალი შედეგი მიხეილ სააკაშვილმა აჩვენა. კვლევა უკრაინის იმ ქალაქებში ჩატარდა სადაც მოსახლეობა 50 ათასზე მეტია. გამოიკითხნენ მოქალაქეები 18- დან 74 წლამდე. 

მიხეილ სააკაშვილის უკრაინის პრემიერ მინისტრად დანიშვნას რეალურად აფასებენ ქართველი პოლიტიკოსები. ნაციონალურ მოძრაობაში თვლიან რომ უკრაინის პრეზიდენტი სათანადოდ შეაფასებს მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოში უმოკლეს დროში გატარებულ რეფორმებს და კრიზისების მართვის გამოცდილებას და მას უკრაინისთვის გამოიყენებს. 

"ევროპული საქართველოს" ერთ ერთი ლიდერი ამბობს რომ ვინ იქნება პრემიერ მინისტრი, ეს უკრაინის შიდა პოლიტიკური საქმეა. 

გუბაზ სანიკიძე თვლის რომ მიხეილ სააკაშვილის უკრაინის პრემიერ მინისტრად დანიშვნა უბრალოდ დროის საკითხია. მისივე თქმით, გავლენით და მოსახლეობის დადებითი დამოკიდებულებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი ზელენსკის უტოლდება. 

მსოფლიოსი პროფესიონალებზე მოთხოვნილება იზრდება - ასე აფასებს უკრაინელების სურვილს მიხეილ სააკაშვილის პრემიერ მინისტრად დანიშვნის შესახებ გიორგი ვაშაძე.

კვლევა მსოფლიოსი ავტორიტეტულმა სოციოლოგიურმა კომპანიამ იფსოსმა უკრაინის ყველა დიდი ქალაქში ჩაატარა. გამოკითხვა 6 დან 10 აპრილის ჩათვლით მიმდინარეობდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი