ვაპირებ შენობიდან გასვლას, მარტო არ ვივლი - ნიკა მელია 

გამოქვეყნდა:

ნიკა მელია ამბობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის მთავარი სამიზნე ახლა ისაა და ყველანაირად ეცდება ბიძინა ივანიშვილს მისი დაჭერით, საკუთარი მორჩილება კიდევ ერთხელ დაუდასტუროს. კითხვაზე, რამდენად შესაძლებელია ის ოფისიდან გასვლის შემდეგ, ქუჩაში გადაადგილების დროს, აფგან მუხთარლის მსგავსად დააკაონ და გაიტაცონ, მელია ამბობს, რომ არაფერს გამორიცხავს:

გამორიცხვით არაფერს არ გამოვრიცხავ, თუმცა ღარიბაშვილი რომ ამით არის დაკავებული ახლა, უახლოეს პერიოდში ეს ამოცანა ექნება, მაგრამ მეც არ მექნება ამოცანა რომ მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის ოფისში ვიყო გამოკეტილი" ამბობს ნიკა მელია "ღამის მთავარში" საუბრისას

ნიკა მელია ამბობს, რომ მის საქმესთან დაკავშირებით დიდია ინტერესი როგორც დიპლომატების მხრიდან, ისე საერთაშორისო მედიისგან.  

მე ვაპირებ რომ მივიღო მონაწილება სხვადასხვა აქტივობებში ოფისის მიღმა უახლოეს პერიდოში. მარტო არ ვივლი, მაგრამ არც ასობით ადამიანით ვაპირებ გადაადგილებას. თუმცა ვაპირებ შენობიდან გასვლას. გამოგიტყდებით და დღესაც ვაპირებდი, უბრალოდ თავი შევიკავე" ამბობს ნიკა მელია. 

შეგახსენებთ, რომ შსს-მ ნიკა მელიას დაკავების აღსრულება გადადო და ამის მიზეზად პრემიერობიდან, გიორგი გახარიას გადადგომა დაასახელა.

ნიკა მელიას მოსამართლე ჩახნაშვილმა აღკვეთის ღონისძიება გირაო პატიმრობად, 17 თებერვლის სასამართლო სხდომაზე შეუცვალა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი