"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ლევან ხაბეიშვილის ინფორმაციით, პარლამენტის წინ დაპირისპირების დროს 15-მდე ადამიანი დააკავეს.
კანონი ამის უფლებას გვაძლევს. აბსოლუტურად უკანონო, რუსული მეთოდებით ცდილობენ, რომ ეს ადამიანები ციხეში წაიყვანონ, მაგრამ ფაქტია, არავის ეშინია, - განაცხადა ხაბეიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ აქტივისტები რამდენიმე თვის განმავლობაში საკანონმდებლო ორგანის შენობის უკანა შესასვლელთან კარვებში იმყოფებოდნენ. დღეს მათ კარვის გამოტანა პარლამენტის წინ დააპირეს, რასაც სამართალდამცველებს და აქტივისტებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.
ამ დროისთვის, ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებულები.