შალვა რამიშვილის კითხვას - "ბევრი ხომ არ მოვუთმინეთ ნიკა მელიას" ლადო კახიძე პასუხობს, რომ ნიკა მელიასთვის ბევრის მოთენის გამო უამრავმა ადამიანმა შეიძულა.
"ვერ წარმოიდგენ, მე რა გარემოში მიწევს ყოფა, რამდენ დარტყმას ვიღებ უახლოესი ადამიანებისგან - რას ელოდებით, რატომ ალიყურს არ მოსცხებთო... მე ვუთხარი, კაცო, მე ექიმი ვარ, ჩემთვის მთავარია ორგანოს შენარჩუნება...
ვერ ვიმეტებ, არ გამოვა, ბიძინასთან საუბრის დროსაც ზუსტად ეგ იყო, ვერ ვიმეტებო, არ შემიძლია გავიმეტოო, კოჰაბიტაციაზე იყო ლაპარაკი, შინაგანად იყო ასეთი განწყობა. მე, მაშინ ვუთხარი, რომ ზეთი და წყალი არ შეერთდება, რამდენიც არ უნდა ანძრიო, ანძრიო, ანძრიო, ანჯღრიო, ანჯღრიო, ანჯღრიო თერმოსი, არ შეერევა ერთმანეთს", - თქვა კახიძემ