2012 წელს ივანიშვილმა ქვეყანა ნეობოლშევიკური რეჟიმისგან გაათავისუფლა - ღარიბაშვილი

გამოქვეყნდა:

საკანონმდებლო ორგანოში საქართველოს პირველი კონსტიტუციის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილ სხდომაზე, პრემიერმინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, კვლავ ბიძინა ივანიშვილზე ისაუბრა.

როგორც ღარიბაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას თქვა, ივანიშვილმა 2012 წელს ქვეყანა "ნეობოლშევიკური რეჟიმისგან" გაათავისუფლა.

"2012 წლის 1-ლ ოქტომბერს ქართულმა ოცნებამ გამარჯვება მოიპოვა სწორედ ისეთი ძალის დამარცხებით, რომელსაც პირდაპირ უნდა ითქვას, უზურპირებული ჰქონდა ხელისუფლება. 2012 წელს ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით დაწყებულმა დემოკრატიულმა მოძრაობამ გაათავისუფლა ქვეყანა, პირდაპირ ვიტყოდი, ნეობოლშევიკური რეჟიმისგან.

ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ მოქმედებს ეს დამნაშავე ძალა. მათ უარი განაცხადეს არჩევნების შედეგების აღიარებაზე. გამოიგონეს არარსებული გაყალბების მითი, დაიწყეს საბოტაჟი, გამოაცხადეს ბოიკოტი და რადგან ვერ შეძლეს ჩვენი ხელისუფლების შერყევა, დაიწყეს კანონისა და მართლმსაჯულების მიმართ დაუმორჩილებლობა. დღეს ზუსტად ისევ, როგორც 9 წლის წინ, ეს ძალა გასულია საკონსტიტუციო წესრიგიდან",-თქვა ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ერთი საუკუნის წინ ამ დღეს დამოუკიდებელი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელმა კრებამ ქვეყნის პირველი კონსტიტუცია მიიღო, თუმცა საბჭოთა ოკუპაციის გამო უზენაესმა კანონმა მხოლოდ 4 დღეს იარსება. 

საქართველოს კონსტიტუციის დღე განცხადებით მიულოცა აშშ-ის საელჩომ საქართველოში.

ამავე თემაზე:

პატრიარქი კონსტიტუციის 100 წლისთავს ეხმაურება და ეკლესიის წვლილზე საუბრობს

ამაყი ვარ, რომ ვეკუთვნი ემიგრაციას, რომელიც 1921 წლის კონსტიტუციით ცოცხლობდა - პრეზიდენტის გამოსვლა სრულად

კონსტიტუციის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებებს პარლამენტში ექვთიმე თაყაიშვილი-უმცროსი ესწრება

როდესაც ამ დღეს საზეიმოდ, ერთად აღვნიშნავთ, ვიხსენებთ ჩვენს ღრმა პარტნიორობას - EU-ს მილოცვა

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი