საქართველოს პარლამენტის შენობის წინ, სადაც 19 თებერვალს პოლიციამ 25, დღეს კი 4 აქტივისტი დააკავა და კარვის გაშლის უფლება არ მისცა, ენმ-ის წარმომადგენლებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა მინი-კარავი დადგეს. პოლიციას ამ ქმედებისთვის ხელი არ შეუშლია, რადგან პარლამენტის წინ კარვის გაშლა სიმბოლურად განხორციელდა.
კარავზე რუსეთის დუმის დეპუტატის სერგეი გავრილოვის ფოტოსთან ერთად, 1921 წელს მიღებული საქართველოს კონსტიტუციის ერთერთი მუხლის ამონარიდია დაკრული, სადაც აღნიშნულია, რომ "საქართველოს მოაქალქეებს მთავრობის ნების დაურთველად" აქვთ შეკრების უფლება.
ადგილზე იმყოფებიან ენმ-ის წარმომადგენელი გიორგი ჩალაძე, რომელსაც გუშინ, 20 თებერვალს, პოლიციამ ასევე არ მისცა კარვის გაშლის უფლება. რუსთაველის გამზირზე არიან ასევე სხვა პოლიტიკოსები და მოძრაობა "სირცხვილიას" წარმომადგენლები.
შეგახსენებთ, პარლამენტის შენობასთან, ცოტა ხნის წინ დაპირისპირება და ხმაური იყო, რა დროსაც რამდენიმე აქტივისტი დააკავეს.