"დაგეშილი არიან რუსეთისგან" - პარლამენტთან კარვის გაშლა ისევ არ დაუშვეს, აქტივისტებს ისევ აკავებენ

გამოქვეყნდა:

აქცია პარლამენტის შენობასთან - პოლიციელების დიდი რაოდენობით მობილიზების მიუხედავად, სამოქალაქო აქტივისტებმა კიდევ ერთხელ სცადეს კარვის გაშლა, მაგრამ სამართალდამცველებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს. 

დაპირისპირების დროს კიდევ ერთი აქტივისტი, "მოძრაობა საქართველოსთვის" ერთერთი ლიდერი ნიკა ნარსია დააკავეს, რომელიც პოლიციას კარვის გატაცების საშუალებას არ აძლევდა. 

საბოლოოდ, პოლიციამ აქტივისტებს კარავი ჩამოართვა და გაურკვეველი მიმართულებით წაიღო, ხოლო ნიკა ნარსია დააკავა. 

საერთო ჯამში, აქციაზე 5 აქტივისტი დააკავეს. 

შეგახსენებთ, რომ აქტივისტები პარლამენტის წინ 19 და 20 თებერვალსაც დააკავეს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი