"ქართული ოცნების" ყოფილი წევრები, რომლებსაც თავის დროზე ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდათ ბიძინა ივანიშვილთან და უმაღლესი თანამდებობის პირებთან, ირაკლი ღარიბაშვილს ახასიათებენ როგორც ივანიშვილისადმი გამორჩეულად მონური და მორჩილი დამოკიდებულების მქონე პიროვნებას, მილიარდერის ბრძანებების უსიტყვო შემსრულებელს და ნაციონალების განსაკუთრებულ მოძულეს.
ქვეყნის მდგომარეობას ღარიბაშვილის გვარი ნამდვილად კარგად ასახავს, მაგრამ პირადად მისი მატერიალური შესაძლებლობებისთვის ეს სრულიად შეუსაბამო სახელია - მომავალი პრემიერ-მინისტრი ყველაფერია, ღარიბის გარდა.
2019 წლის აუდი A8 - დეკლარაციის მიხედვით, აუდი A8 ირაკლი ღარიბაშვილმა 76 ათას ევროდ იყიდა.
46 000 ევრო ღირდა მისი მეუღლის, ნუნუ თამაზაშვილის რეინჯ როვერი.
ეს ორივე ავტომობილი მის ბოლო დეკლარაციაშია შეტანილი.
დეკლარაციის მიხედვით დაახლოებით 280 000 ლარი დაჯდა ჯამურად სახლი და მიწის ნაკვეთი ბაკურიანში
ახალი ავტომობილის შესაძენად და ბაკურიანის სახლის ასაშენებლად ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლემ ბანკი ქართუდან სესხი გამოიტანა. მანქანისთვის 42 ათასი დოლარი და ბაკურიანის სახლისთვის 137 ათასი ლარი.
ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლე არ მუშაობს.