რთული, წინააღმდეგობით აღსავსე ცხოვრება გამოგატარათ ცხოვრებამ - კახაძე ღარიბაშვილს

გამოქვეყნდა:

უმრავლესობის დეპუტატმა, ლადო კახაძემ, პარლამენტში, პრემიერმინისტრობის კანდიდატს, ირაკლი ღარიბაშვილს მიმართა და თქვა, რომ მას "რთული, წინააღმდეგობით აღსავსე ცხოვრება" ჰქონდა. ლადო კახაძის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის საქმიანობა დასაფასებელია.

"თქვენ პირადად, ძალიან ნაყოფიერი, რთული, წინააღმდეგობით აღსავსე ცხოვრება გამოგატარათ ცხოვრებამ. ბევრი საქმის თაოსანი ბრძანდებოდით და არასოდეს ახალი ინიციატივების აღების შეგშინებიათ. მარტო ელიმინაციის პრობლემა რად ღირს ან ცეჰეპატიტის, მაშინ ძნელი გადასაწყვეტი იყო ეს. ზუსტად თქვენი ხელმოწერა ამშვენებს ევროასოცირების კავშირთან პირველ ნაბიჯებს, ვიზალიბერალიზაციას, თავისუფალი ვაჭრობის ელემენტებს, ნდობის ფაქტორის გაჩენას და დაგვირგვინდა, რომ ნატოსთან ურთიერთობის სამაგალითო ნიშნულზე აყვანილი ჯარი, როგორც ინფრასტრუქტურული და ადამიანური რესურსი, ისე საგანმანათლებლო და პროფესიული განათლება, ეს ყველაფერი დასაფასებელია", - თქვა კახაძემ.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილის მეორედ გაპრემიერებასა და მისი კაბინეტის წევრებს პარლამენტი კენჭს დღეს, 22 თებერვლას უყრის. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი