ხმაური და დაპირისპირება იყო ნამოხვანში, სადაც კომპანია "ენკას" მიერ აფეთქებით სამუშაოებო მიმდინარეობს.
ადგილზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. რიონის ხეობის მცველების გაღიზიანება, კომპანიის დირექტორის შეურაცხმყოფელმა ჟესტებმა გამოიწვია.
დაპირისპირების შედეგად ერთი სამოქალაქო აქტივისტია დაკავებული, რომელმაც ტექნიკას ქვა ესროლა და მინა ჩაუმტვრია. ადგილზე პოლიცია და სპეცრაზმია მობილიზებული.