დღეს საქართველოში კორონავირუსით კიდევ 6 ადამიანი გარდაიცვალა

გამოქვეყნდა:

დღევანდელი, 24 თებერვლის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 6 პაციენტი გარდაიცვალა. ქვეყანაში გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3 463 გახდა.

აქვე გეტყვით, რომ დღეს საქართველოში COVID-19-ის 443 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 461 ადამიანი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

ცნობისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 112 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა 88 მილიონზე მეტი ადამიანი და გარდაიცვალა 2,4 მილიონზე მეტი.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი