საქართველოში ნეგატიური PCR ტესტით შემოსვლა კიდევ 6 ქვეყნის ვიზიტორებს შეეძლებათ

გამოქვეყნდა:

პრემიერმინისტირს, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, იმ ქვეყნების ჩამონათვალს, საიდანაც ვიზიტორებს ნეგატიური PCR ტესტის პასუხით შეუძლიათ შემოსვლა საჰაერო გზით კიდევ 6 ქვეყანა ემატება.

"იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომელსაც საქართველოს საჰაერო საზღვრის გავლით ქვეყანაში შემოსვლა შეუძლიათ PCR ტესტის ნეგატიური პასუხით, პირველი მარტიდან, დაემატება შემდეგი ქვეყნები: სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, ყაზახეთი, რუსეთი, ბელარუსი", - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე განცხადებით, სახმელეთო საზღვრებზე ამ ეტაპზე არსებული რეჟიმი ნარჩუნდება.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი