დღეს, 24 თებერვლს ჩანიშნული რაგის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები გადაიდო, რადგან კვორუმი ვერ შეიკრიბა. ყრილობა ავჭალის სარაგბო ბაზაზე გაიმართა. სადაც დაპირისპირება იყო პრეზიდენტობის ერთადერთ კანდიდატ იოსებ ტყემალაძესა და ირაკლი აბუსერიძეს შორის.
ტყემალაძის კანდიდატურას, რომელიც მუნიციპალურმა კლუბებმა ანუ სახელმწიფო დაფინანსებაზე მყოფმა სუბიექტებმა წარადგინეს, ბოკიტოს უცხადებს 30 დეკემბერს არჩეული ირაკლი აბუსერიძე და მისი მხარდამჭერები.
რაგბის კავშირში შემავალი კლუბები, იოსებ ტყემალაძეს ზეწოლაში ადანაშაულებენ და ბოიკოტს უცხადებენ. თავად ტყემალაძენ კი ამბობს, რომ კვორუმისთვის საჭირო ხმებს აუცილებლად მიიღებს.
"ხმათა უმრავლესობა იყო, ამ მცირე დროში მე ამდენი ხმა ავიღე. კიდევ ვიმუშავებ, ხმები მოიმატებს, 40-მა წარმადგინა, 42 მოვიდა. გამოვიდნენ და ღიად თქვან თუ რამე ზეწოლა ჰქონდათ", - განაცხადა ტყემალაძემ.
იოსებ ტყემალაძე ავჭალის ბაზიდან შეძახილების და ხმაურის ფონზე გააცილეს.
ამავე თემაზე: