ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულების ვინაობა ცნობილია

გამოქვეყნდა:

ვაჟა გიგური, გიორგი სახელაშვილი, სულიკო საყევარაშვილი - ჟურნალისტ, ვახო სანაიაზე მომხდარ თავდასხმაში ბრალდებულების ვინაობა ცნობილია. ისინი "ქართულ ოცნებსთან" დაახლოებული პირები არიან. 

ვაჟა გიგაური არის ერთ-ერთი, რომელიც ინციდენტის დროს ყველაზე აქტიური იყო და სანაიას უთხრა, მისი სახე დაემახსოვრებინა. 

"მთავარის ინფორმაციით" ვაჟა გიგაური "კორცხელის ინციდენტის" ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტის, გიორგი გიგაურის, იგივე ჯიჯეს ახლობელია და ისინი ერთ სადარბაზოში ცხოვრობენ. ოჯახმა დღეს ჩვენთან კომენტარი არ გააკეთა, ნათესავები კი ამბობენ, რომ ვაჟა გიგაურს არ შეიძლება პოლიტიკურ მოტივთან კავშირი ჰქონდეს.

მომხდარი უკვე შეაფასესე მდიის წარმომადგენლებმა, პოლიტიკოსებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა.

"წლების განმავლობაში ჩვენ პირდაპირ ვხედავთ ორკესტირებულ შეტევას არა უბრალოდ კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანებზე, არამედ სამიზნეებად არიან ამოღებული კრიტიკული მედიის წარმომადგენლები, ჟურნალისტები, ტელეწამყვანები. ეს ყველაფერი ხდება იმიტომ, რომ ქვეყანაში არის დაუსჯელობის სინდრომი, ხელისუფლება ახალისებს აგრესიას", - თქვა "ფორმულას" გენერალური დირექტორის მოადგილემ, გიორგი თარგამაძემ.

შეგახსენებთ, რომ ვახო სანაიას და მის ოჯახის წევრებს თბილისში ღამით თავს დაესხნენ. ჟურნალისტი უკვე იმყოფებოდა ექსპერტიზაზე რის შემდეგაც მომხდარის დეტალები გაიხსენა, მისი თქმით, ერთი პირი მუშტებით თავდასხმას ცდილობდა და შეურაცხყოფას აყენებდა, ორმა კი წაქცეულზე მიეპარა და მუშტები და წიხლები ურტყა. აღსანიშნავია ისიც, რომ სანაია ამ დროს მცირეწლოვან შვილთან ერთად იმყოფებოდა.  მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინსიტრომ 3 პირი დააკვა.

ამავე თემაზე:

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი