ქართული ოცნების მიერ წახალისებული ძალადობის კიდევ ერთი მძიმე შედეგი. ჟურნალისტ ვახო სანაიას თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. სასტიკი ანგარიშსწორების დროს სანაია ოჯახთან და მცირეწლოვან შვილთან ერთად იმყოფებოდა. თავდამსხმელთა ქცევა და პოლიტიკური კავშირები ადასტურებს რომ თბილისის ცენტრში მომხდარი კიდევ ერთი მძიმე ინციდენტი იყო ანგარიშსწორება ვახო სანაიას ჟურნალისტური საქმიანობის გამო და ისევე როგორც სხვა არაერთ შემთხვევაში ძალადობის არაფორმალური დამკვეთი - ხელისუფლებაა.
ვაჟა გიგაური, გიორგი სახელაშვილი და სულიკო საყევარაშვილი ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმაში მონაწილე სამივე პირი იდენთიფიცირებულია, თავდამსხმელები ქართულ ოცნებასთან დაახლოებული დაჯგუფების წევრები არიან.
ვაჟა გიგაური კორცხელის დაპირისპირებაში მონაწილე ერთერთი მთავარი ფიგურანტის გიორგი გიგაურის იგივე ჯიჯას ძმაა, ორივე მათგანი კი ბოლო პერიოდში ოპოზიციაზე ფიზიკური ანგარიშწორების ფაქტების სავარაუდო ორგანიზატორის გეგა გეგეშიძის ახლო ნათესავია.
დაზარალებული ვახო სანაია მასზე მომხდარი ძალადობის შემდეგ დარწმუნებულია რომ ის ჟურნალისტური საქმიანობის გამო სცემეს.