„ინტერნიუსი-საქართველო“ გმობს ჟურნალისტ ვახო სანაიასა და მისი ოჯახის წევრებზე თავდასხმას

გამოქვეყნდა:

„ინტერნიუსი-საქართველო“ გმობს ჟურნალისტ ვახო სანაიასა და მისი ოჯახის წევრებზე თავდასხმას.

ტელეკომპანია "ფორმულას" წამყვანს,  ვახო სანაიას , 24 თებერვალს, ღამით,  როცა ჟურნალისტი ოჯახის წევრებთან ერთად იმყოფებოდა, თავს დაესხა რამდენიმე პირი და ფიზიკურად გაუსწორდა, ჟურნალისტი ამბობს, რომ თავდამსხმელები თავდაპირველად ცდილობდნენ მოყინულ გზაზე მანქანის გადაადგილებაში დახმარებოდნენ, ჟურნალისტის ამოცნობის შემდეგ კი ჯერ  სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, შემდეგ კი ზურგიდან მიეპარნენ და ძირს დაგდებული სცემეს. ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ვახო სანაიას ოჯახის წევრებსაც.
„ინტერნიუსი-საქართველო“ აღნიშნავს, რომ ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი და ცალკეული პოლიტიკური ჯგუფები ხშირად გამოხატავენ  შეუწყნარებლობას კრიტიკული ჟურნალიზმის  მიმართ და საჯარო განცხადებებით ახალისებენ მედიის წარმომადგენელთა შეურაცხყოფას და მათზე თავდასხმებს..  სამწუხაროდ ხელისუფლების მხრიდან ჟურნალისტების საქმიანიბაზე ხელშეშლა და მედიაზე თავდასხმა მუდმივად იგნორირებულია და კანონდარღვევის ამ მუხლით ჩვენს ქვეყანაში არავინ დასჯილა.
„ინტერნიუსი-საქართველო“ ძალადობის ასეთ წახალისებად მიიჩნევს საპარლამენტო უმრავლესობის რამდენიმე  წევრის,  მათ შორის,  გიორგი ვოლსკის, მაკა ბოჭორიშვილის და დიმიტრი ხუნდაძის დღევანდელ კომენტარებს სანაიას ცემის ფაქტთან დაკავშირებით.
ძალადობის დაგმობასთან ერთად მათ აღნიშნეს, რომ ხშირად ჟურნალისტებიც მიმართავენ სიძულვილის ენას და „ტყულს“, რაც ასევე იწვევს დაძაბულობას საზოგადოებაში.
„ინტერნიუსი-საქართველო“ შეახსენებს პარლამენტარებს, რომ კრიტიკა პოლიტიკოსის მიმართ სიძულვილის ენა არაა და სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება დაცულია კონსტიტუციით. გარდა ამის, დემოკრატია, მისი განვითარება, წარმოუდგენელია დამოუკიდებელი და კრიტიკული მედიის გარეშე.
„ინტერნიუსი-საქართველო“ მოუწოდებს სამართალდამცველ ორგანოებს:  კანონის შესაბამისად, დროულად და სამართლიანად გამოიძიონ ვახო სანაიასა და მისი ოჯახის წევრებზე თავდასხმის ფაქტი.  მხარი დაუჭირონ დამოუკიდებელ მედიას და არ წაახალისონ მის მიმართ აგრესია.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი