დღეს, 26 თბერვალს თბილისში ჩანიშნულ ფართომასშტაბიან საპროტესტო აქციას რეგიონებიდანაც შეუერთდებიან. ქუთაისში, სპორტის სასახლის ტერიტორიაზე შეკრებილი მოქალაქეები ავტომსვლელობით უკვე დაიძრნენ.
მოქალაქეები ვადამდელი არჩევნების ჩატარებას და პოლიტპატიმრების, გიორგი რურუასა და ნიკა მელიას გათავისუფლებას ითხოვენ. იმერეთის მოსახლეობა ამბობს, რომ "ოცნების" ხელისუფლებამ რეგიონში სოციალური ფონი გააუარესა, კრიმინალი კი გააუმჯობესა.
"ჩვენ მიგვაჩნია, რომ ბრძოლის ხაზი ახლა გადის დედაქალაქში, რუსთაველის გამზირზე, ასობით ადამიანი ქუთაისიდან და იმერეთიდან უერთდება აქციას. მთავარ მოთხოვნებად რჩება პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ვადამდელი არჩევნები, პოლიტიკური დევნის შეწყვეტა ამ ქვეყანაში და დღეს ყველა პატრიოტის ადგილი არის ამ აქციაზე", - თქვა ენმ-ს წევრმა, გიგა შუშანიამ.
ოპოზიციონერები ამბობენ, რომ ეს ზეპარტიული აქციაა და საზოაგდოების თითოეული წევრის მონაწილეობა მასში მნიშვნელოვანია.
შეგახსენებთ, რომ აქცია-მსვლელობა ფილარმონიიდან პარლამენტის მიმართულებით დღეს, 26 თებერვალს 13:00 საათზე დაიწყება. ოპოზიცია პარლამენტის წინ შეკრებილ საზოგადოებას სამოქმედო გეგმას გააცნობს.