მსვლელობა თავისუფლებისთვის - თბილისში დაგეგმილ აქციას კახეთიდანაც უერთდებიან. თელავის ცენტში მოქალაქეები ამ წუთებში იკრიბებიან. მოთხოვნა საერთოა - ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები და გათავისუფლდნენ პოლიტიკური პარტიები.
"საპროტესტო აქცია წარიმართება კანონის ფარგლებში, ყველა კონსტიტუციური უფლების დაცვით, აქ დილიდან უამრავი ადამიანი მოვიდა, რომელიც ჩვენი პარტიის მხარდამჭერი არ არის, ისინი უკვე გამგზავრნენ თბილისში, ისინი როგორც ჩვენ, ყველა ერთად ვაპროტესტებთ ქვეყნის მართვის საბჭოთა მეთოდებს", - ამბობს ენმ-ს წევრი, ალექსი ძულიაშვილი.
შეგახსენებთ, რომ აქცია-მსვლელობა ფილარმონიიდან პარლამენტის მიმართულებით დღეს, 26 თებერვალს 13:00 საათზე დაიწყება. ოპოზიცია პარლამენტის წინ შეკრებილ საზოგადოებას სამოქმედო გეგმას გააცნობს.
ავტორი: ია გულიაშვილი.