მსვლელობა თავისუფლებისთვის - თბილისში დაგეგმილ აქციას რეგიონებიდანაც უერთდებიან. კახეთისა და იმერეთის გარდა, მოქალაქეები თბილისში სამეგრელოდანაც დაიძრნენ.
ზუგდიდიდან აქციაში მონაწილეობის მისაღებად 500-მდე ადამიანი წამოვიდა, ჯამში რამდენიმე ასეულია ადამიანი დაიძრა მარტვილიდან, სენაკიდან და აბაშიდან.
მსვლელობა თავისუფლებისთვის დღეს ტარდება. მოთხოვნა საერთოა - ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები და გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები.
ოპოზიციამ საერთო სტრატეგია ენმ-ის დარბეულ ოფისში ყოველდღიური შეხვედრებისა და კონსულტაციების შემდეგ ჩამოაყალიბა, რომელსაც მოქალაქეებს დღეს გააცნობს. სავარაუდოდ, მოსალოდნელია პიკეტირება, კარვების გაშლა დამატებით, ასევე, "სირცხვილის დერეფნები".
საპროტესტო მუხტის გაძლიერება დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ენმ-ის ოფისიდან სპეცრაზმის შტურმის შემდეგ, პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია აიყვანეს.
აქვე გეტყვით, პროკურატურამ გუშინ საგანგებო ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდება არასდროს ყოფილა პროკურატურის თვითმიზანი.
ემა გოგოხია