ხელისუფლებამ პასუხი უნდა აგოს - მაჩალიკაშვილმა რუსთაველზე კარავი კიდევ ერთხელ გაშალა

გამოქვეყნდა:

ამ წუთებში, ოპოზიციის აქციის მხარდასაჭერად, პარლამენტის წინ კარავი გაშალა პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ.

მისი თქმით, კარავი პარლამენტის წინ დარჩება  და მოვიდა დრო, რომ "ხელისუფლებამ პასუხი აგოს".

"მე წელიწადისა და ცხრა თვის განმავლობაში ვიყავი ზუსტად ამ ადგილას. სამი ზამთარი გავატარე აქ იმის მოთხოვნით, რომ დასჯილიყვნენ თემირლანის მკვლელები, დამდგარიყო სამართალი. მაგრამ იმის სანაცლოდ, რომ დაესაჯათ ეს ადამიანები, სახელმწიფომ შეცვალა კურსი და მთელი თავისი სიბინძურით დამეტაკა სახელმწიფო მახინჯი სისტემა. მე ყოველთვის ვამბობდი, რომ კარავი დაბრუნდებოდა თავის ადგილას, თემირლანის მკვლელების დასჯის მოთხოვნით. 

მე არცერთი წუთით პროტესტი არ შემიჩერებია. სამი წელი გავიდა, მეოთხე დაიწყო სულ ქუჩაში ვარ და ვითხოვ, რომ დაისაჯოს, გამოვლინდეს თემირლანის მკვლელები. ეს კარავი აქ დარჩება, კიდევ დაშლიან? კიდევ დავდგამ. მაგრამ, ამათ ამის ძალა და ხელისუფლება აღარ აქვთ, მოვდა იმის დრო, ამ ხელისუფლებამ პასუხი აგოს", - ამბობს მალხაზ მაჩალიკაშვილი.  

 შეგახსენებთ, რომ უკვე თითქმის სამი წელზე მეტია, მალხაზ მაჩალიკაშვილი საკუთარი შვილის მკვლელობის გამოძიებას ითხოვს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი