მოძრაობა "საქართველოსთვის" ულტიმატუმი -2 კვირიანი ვადა მოთხოვნების შესასრულებლად

გამოქვეყნდა:

მოძრაობა საქართველოსთვის ხელისუფლებას  2 კვირიაინ ვადას აძლევს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მთელი რუსთაველის გამზირის კარვებით გადაკეტვას აპირებს.

განცხადება ალიკა კუპრავამ ცოტა ხნის წინ პარლამენტის შენობასთან გააკეთა. მოძრაობის წევრები ვადამდელ არჩევნებს, პოლიტიკური დევნის შეწყვეტას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ.

ამ დროისათვის რუსთაველის გამზირზე 11 კარავია გაშლილი.

​ოპოზიციამ დღევანდელ აქციაზე სამოქმედო გეგმაც გაწერა. პროტესტი არ შეწყდება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი