ახალი კულინარიული შოუ "მთავარ არხზე". პუტკუნების კულინარიული მოგზაურობა "მთავარის" საერთერო ბადეში ადგილს კვირას საღამოს დაიკავებს, 6-საათიანი საინფორმაციო გამოშვების დასრულებისთანავე. თუმცა, სანამ საქართველოს რეგიონებში სამ მზარეულთან ერთად ახალ რეცეპტებს აღმოაჩენთ, ეგზოტიკური და განსხვავებული კერძებით ქეთი ბაქრაძე საკუთარ სამზარეულოში გვმასპინძლობს. "მთავარ არხზე" კიდევ ერთი შოუ იწყება - სრულიად ახალი რეცეპტი ქართულ ტელესივრცეში სახელწოდებით - "სადილი ქეთისთან"
საინტერესო თემებით საინტერესო ადამიანებთან ერთად ქვეყნის მთავარი შეფმზარეული კულინარიული ხელოვნების საიდუმლოებსაც გაგვაცნობს - სადილი ქეთისთან 6-საათიან საინფორმაციო გამოშვებამდე დაიწყება, ყოველ კვირას რა თქმა უნდა "მთავარ არხზე".