"ქართული ოცნების" ხელშეუხებელი "წიტუშკა" - "მთავარმა" ბადრი ქათამაძის შავ-ბნელი ბიოგრაფიის დეტალები გაარკვია

გამოქვეყნდა:

კრიმინალი, რომელიც ხელისუფლებას უკავშირდება - "მთავარმა" "ქართული ოცნების" ხელშეუხებელი "წიტუშკას"  შავ-ბნელი ბიოგრაფიის დეტალები გაარკვია. როგორც აღმოჩნდა, ბადრი ქათამაძე, რომელმაც  პირდაპირ ეთერში მიხეილ სააკაშვილის ბიბლიოთეკას ცეცხლი წაუკიდა, ნიკა გვარამიასა და მალხაზ მაჩალიკაშვილზე თავდასხმებშიც მონაწილეობდა. ის ასევე, ოპოზიციური აქციების დარბევების მონაწილეც იყო. ჩამოთვლილი კანონდარღვევების გარდა, მან ტყიბულში ლითონის ნაჭრით ერთ-ერთ მოქალაქეს ჭრილობები მიაყენა, რისთვისაც პირობით სასჯელს იხდიდა.

ვინაიდან, ბადრი ქათამაძეს ხელისუფლება სხვა და სხვა ბინძური დაკვეთების შესასრულებლად იყენებდა, ჩადენილი დანაშაულების მიუხედავად, ის ყოველთვის დაუსჯელი რჩებოდა. რომ არა ზღვარგადასული სითავხედე, ქათამაძეს პასუხისმგებლობა ამ ჯერზეც სცდებოდა.

ის ასრულებდა ხელისუფლების დავალებას და სწორედ პოლიტიკური დაკვეთა შეასრულა, როცა ნიკა გვარამიას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და ეს დადასტურდა თუნდაც იმით, რომ გამოძიებამ არაფერი არ გააკეთა და ადეკვატურად არ დასაჯა დამნაშავე და ამის შედეგია ის, რომ დღეს ეს პირი უკვე შენობებს წვავს. როდესაც საჯარო ხდება ინფორმაცია ამა თუ იმ პირის მიერ დანაშაულის ჩადენაზე ხელისუფლება იგნორს ფიზიკურად ვერ აკეთებს, იწყებენ გამოძიებას, ოღონდ ეს გამოძიება ნიშნავს თაროზე შემოგდებულ საქმეს და რეალურად არაფრის გაკეთებას. არ არის გამორიცხული, რომ ამ შემთხვევაშიც სწორედ თაროზე შემოსდონს ეს საქმე და თქვან, რომ მიმდინარეობს გამოძიება,"- განაცხადა ნიკა გვარამიას ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა.

ოპოზიციის განცხადებით, ბადრი ქათამაძე გიორგი ვოლსკისთან დაახლოებული პირია და სწორედ მის და "ქართული ოცნების" დავალებებს ასრულებს.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი