ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსისგან 11 ადამიანი გარდაიცვალა

გამოქვეყნდა:

დღევანდელი, 28 თებერვლის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 11 პაციენტი გარდაიცვალა. ქვეყანაში გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3 510  გახდა.

აქვე გეტყვით, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 248 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 525 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

ცნობისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 113 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა 89 მილიონზე მეტი ადამიანი და გარდაიცვალა 2,5 მილიონზე მეტი.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი