ბატონ პრეზიდენტს დავუდასტურეთ ხელისუფლების მტკიცე მზაობა პოლიტიკურ ძალებთან დიალოგისთვის - ღარიბაშვილი 

გამოქვეყნდა:

შარლ მიშელისა და პრემიერ ღარიბაშვილის დღეს უკვე რიგით მეორე შეხვედრა დასრულდა. შეხვედრის დასრულების შემდგ განცხადებები მედიისთვის მთავრობის ადმინისტრაციაში გააკეთეს.

როგორ ღარიბაშვილმა თქვა საუბარი შეეხო ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, ოკუპაციას, პანდემიას, ვაქცინაციას. მისივე შეფასებით, შარლ მიშელის ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს მნიშვნელობაში ევროკავშირისთვის. 

ბუნებრივია ყურადღება დაეთმო ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას და ბატონ პრეზიდენტს დავუდასტურეთ ხელისუფლების  მტკიცე მზაობა პოლიტიკურ ძალებთან დიალოგისთვის, რათა მაქსიმალურად მოკლე დროში შევძლოთ ქვეყანაში პოლიტიკურ პროცესების ნორმალიზება და ერთობლივი ძალისხმევით ვებრძოლოთ გამოწვევებს." ამბობს ღარიბაშვილი.

მისივე თქმით, 2024 წელს ქვეყანა ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის შეტანას გეგმავს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი