"ოცნებისა" და ოპოზიციის შეხვედრას ორბელიანების სასახლე უმასპინძლებს

გამოქვეყნდა:

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, შარლ მიშელის ინიციატივით გამართულ შეხვედრას ორბელიანების სასახლეში უმასპინძლებენ. 

20:00 საათზე ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტი მასპინძლობს 
შარლ მიშელის მიერ ორგანიზებულ შეხვედრას ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ოპოზიციას შორის
- ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

ყველას გიწვევთ, რომ დღეს საღამოს შეხვდეთ, პოლიტიკური დიალოგის დრო დადგა - განაცხადა პრესკონფერენციაზე შარლ მიშელმა, რაზეც ირაკლი ღარიბაშვილმა თანხმობა დააფიქსირა, თუმცა აღნიშნა, რომ დიალოგი ყოველგვარი პირობების გარეშე უნდა დაიწყოს.
 

ახალგაზრდების პროტესტი | მთავარის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი