შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პარლამენტთან პიკეტის დროს 7 პირი დააკავეს. პოლიციამ აქციის მონაწილეები ცხრა აპრილის ქუჩიდან ძალის გამოყენებით გაიყვანა, დაკავებულებს შორის არიან "მოძრაობა საქართველოსთვის" წევრები.
აქციის მონაწილეები ტროტუარზე იდგნენ და დეპუტატებს შეძახილებით "მონა" აცილებდნენ.
დაკავებულებს ბრალად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის დარღვევა ედებათ, რაც სამართალდამცავთა მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
შეგახსენებთ, რომ პარალმენტის პიკეტი ამ დრომდე გრძელდება. პარლამენტის სამივე შესასვლელთან აქტივისტებთან და ოპოზიციის ლიდერებთან ერთად პოლიციაა მობილიზებული.