კარტოგრაფების საქმე - წაუყენებს თუ არა პროკურატურა ბრალს გიორგი მანჯგალაძეს

გამოქვეყნდა:

საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, გიორგი მანჯგალაძის ბინა სამართალდამცველებმა გუშინ, 2 მარტს გაჩხრიკეს. ის კარტოგრაფების საქმეში ერთერთი მთავარი მოწმეა.

თავად მანჯგალაძე მედიის შეკითხვებს ამ დრომდე არ პასუხობს. ადვოკატის ინფორმაციით, სამართლდამცველებმა მეხსიერების ბარათი და კომპიუტერული ტექნიკა წაიღეს. მანჯგალაძე გამოკითხვაზე არ დაუბარებიათ. ზაზა სუხიშვილის თქმით, საქმეში არ არსებობს ისეთი მტკიცებულებები, რომელიც მის მიმართ სამართლებრივი დევნის საფუძველი გახდება.

"ჩხრეკა ჩატარდა და ინფორმაციის მატარებელი, რაც არის ხოლმე მეხსიერების ბარათი და კომპიუტერი იქნა ამოღებული. სამსახურიდან არაფერი წაუღიათ, სამსახურში გამოძიებისთვის საინტერესოს არაფერს ინახავს.

ბატონი გოგი არ დაუბარებიათ, დამატებით რამე ინფორმაცია არ უთქვამთ ჩვენთვის. ჯერ არ არის ისეთი მონაცემები და ისეთი მტკიცებულებები შეგროვილი, რომ მისი სტატუსი შეიცვალოს. დღეს არის მოწმის სტატუსით ამ საქმეში", - თქვა ზაზა სუხიშვილმა.

შეგახსენებთ, ივერი მელაშვილს და ნატალია ილიჩოვას გამოძიება საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებას ედავება. პროკურატურა ბრალდებულებს სადემარკაციო კომისაში მუშაობისას საქართველოს საწინააღმდეგო რუკებით მუშაობაში ადანაშაულებს.

შეგახსენებთ, რომ 28 იანვარს სასამართლომ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 20-20 000-ლარიანი გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა. აქვე გეტყვით, რომ 29 იანვარს, პროკურორმა ამირან გულუაშვილმა თქვა, რომ კარტოგრაფებს ისევ მოუწევთ დაბრუნება იმ დაწესებულებებში, რომლებიც დატოვეს. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი