შიდა ქართლში 13 წლის მოზარდმა ბავშვი გააჩინა - შსს-მ ერთი პირი დააკავა

გამოქვეყნდა:

შიდა ქართლში, გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში 13 წლის მოზარდმა ბავშვი გააჩინა. შემთხვევა რამდენიმე თვის წინ მოხდა. "მთავარი არხის" ინფორმაციით, საქმეში ჩაერთო სოციალური სამსახური, ხოლო მოზარდი და ჩვილი თავშესაფარში არიან გაყვანილი.

13 წლის ოჯახის წევრები მომხდარზე არ არ საუბრობენ.  

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე ერთი პირი დააკავა, გამოძიება 140-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სექსუალური ხასიათის შეღწევა თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში. 

 

ახალგაზრდების პროტესტი | მთავარის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი