ისტორიული ვიზიტი - რომის პაპი ერაყში ჩავიდა

გამოქვეყნდა:

რომის პაპი ფრანცისკე ერაყში ჩავიდა. ეს მისი პირველი საერთაშორისო ვიზიტია მას შემდეგ, რაც კორონავირუსის პანდემია დაიწყო. 

რომის პაპს ბაღდადის საერთაშორისო აეროპორტში პრემიერ-მინისტრი მუსტაფა ალ-ქადიმი და რელიგიური ლიდერები დახვდნენ. პროტოკოლის თანახმად, პაპის პირველი ოფიციალური შეხვედრა პრეზიდენტის სასახლეში შედგა.

რომის პაპი ფრანცისკე ასევე შეხვდება პოლიტიკური, სამოქალაქო და რელიგიური სფეროს წარმომადგენლებს. 

კათოლიკური ეკლესიის მეთაურს ერაყის უსაფრთხოების ძალების 10 000-მდე წარმომადგენელი იცავს. კოვიდის გავრცელების შეზღუდვისთვის კი დაწესებულია 24 -საათიანი „კომენდანტის საათი“.

ეს არის სიმბოლური მოგზაურობა და მოვალეობა იმ მიწის მიმართ, რომელიც ამდენი წლის განმავლობაში იტანჯება,განაცხადა რომის პაპმა ვიზიტის დაწყებისას.

 

 

 
მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი