მავნებლური ინიციატივაა - ოპოზიცია შსს-ს თანამშრომლების დეკლარაციების დაშტრიხული ფორმით გამოქვეყნებაზე

გამოქვეყნდა:

"პირდაპირ გეტყვით, რომ სულელური და ძალიან მავნებლური ინიციატივაა", - ასე აფასებს, "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ხატია დეკანოიძე შს მინისტრ ვახტანგ გომელაურის მიერ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გაკეთებულ განცხადებას.

ვახტანგ გომელაურმა, გუშინ, 5 მარტს, "მინისტრის საათის" ფარგლებში განაცხადა, რომ დეპარტამენტის უფროსების და მათი მოადგილეების პირადი ინფორმაცია არ უნდა იყოს ყველასთვის ხელმისაწვდომი.  

როგორც "ევროპული საქართველოს" წევრი, სერგი კაპანაძე ამბობს, ამ ინიციატივას დემოკრატიულ პროცესებთან საერთო არაფერი აქვს და კორუფციის საფრთხეებს აჩენს.

"ვისაც ასეთი ინციატივა თავში მოსდის, ნიშნავს, რომ არანაირი დეკრატიული ინსტინქტები არ გააჩნია. დეკლარაციის მთელი არსი არის ის, რომ საჯარო იყოს. საზოგადოებამ იცოდეს, შემოსავლები საიდან აქვთ, რა ქონებას ფლობენ საჯარო მოხელეები და იცოდეს რამდენადაა კორუფციის საფრთხეები. ვინც ამაზე საუბრობს, არგუმენტად მოჰყავს ხოლმე, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა არის სრული ბოდვა", - თქვა სერგი კაპანაძემ.

გომელაურის გარდა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, კახა კახიშვილიც, გამოვიდა ინიციატივით პოლიციელების, სპეცრაზმელების და ოპერატიული მუშაკების დეკლარაციების დაშტრიხული ფორმით გამოქვეყნებასთან დაკავშირებით. როგორც კახიშვილმა თქვა, ღია სივრცეში დეკლარაციების სრულად გამოქვეყნება ამ ადამიანებს და მათ ოჯახის წევრებს საფრთხეს უქმნის.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი