ექიმები რუსთაველის გამზირზე 13:00 საათზე შეიკრიბებიან და აქციის მონაწილეებს სოლიდარობას გამოუცხადებენ. 

ისინი აქციის სხვადასხვა მონაწილეებთან ერთად ივანიშვილის რეჟიმს გააპროტესტებენ და ხელახალ არჩევნებს მოითხოვენ.

სამოქალაქო საზოგადოება და ოპოზიცია  კარვების ქალაქიდან ივანიშვილის ხელისუფლებას მოუწოდებს გაათავისუფლონ პოლიტიკური პატიმრები და დაინიშნონ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები.

ჩვენ 1 საათზე შევიკრიბებით და გამოვუხატავთ სოლიდარობას იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს თავისუფლებისთვის იბრძვიან. ქართველი ექიმები მუდამ მოქალაქეების გვერდში დგანან და დღეს ჩვენ აუცილებლად გამოვუთქვამთ მხარდაჭერას ყველას, ვინც რუსთაველზე პარლამენტთან იმყოფება ,-თქვა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, "მედგიდის" დამფუძნებელმა, სოფო ჯაფარიძემ. 

საპროტესტო აქცია უკვე 96-ე დღეა გრძელდება. შეგახსენებთ, რომ მთავარი მოთხოვნების შესრულებამდე - გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები და დაინიშნოს ხელახალი არჩევნები - სამოქალაქო საზოგადოება კვლავ რუსთაველზე გაშლილი კარვებითა და პერმანენტულ აქციებზე გამოსვლით გამოხატავს პროტესტს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი