გინება და სიცოცხლის მოსპობის მუქარა მესტიის მერისგან "მთავარი არხის" ჟურნალისტს

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" ჟურნალისტი, ემა გოგოხია, მესტიაში, ადგილობრივი მაღალჩინოსნების აგრესიის სამიზნე გახდა. მესტიის მერმა, კაპიტონ ჟორჟოლიანმა მას ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, ბოლოს კი ქვეყნის დასატოვებლად ფულიც შესთავაზა. 

სატელეფონო ჩანაწერში, რომელიც პოლიციას სრული სახით უკვე გადაეცა, ისმის, რომ ჟორჟოლიანი ემა გოგოხიას აგინებს და ემუქრება.

"ემა, შენი დედა მო***ან, ემა. თუ შეიძლება, ცოტა თავი შეიკავე ცუდი ქმედებისგან.. არ დამენახო საერთოდ, წადი ქვეყნიდან, ფულს მოგცემ!"

ჟურნალისტის შეკითხვას: "ეს საუბარი თქვენ უხერხულობას არ გიქმნით?", მესტიის მერი პასუხობს: "არანაირ უხერხულობას არ მიქმნის", რასაც ისევ გინება მოსდევს. 

ამ სატელეფონო საუბრის შემდეგ, ემა გოგოხიას ავტომობილი დაუდგენელმა პირებმა დააზიანეს.

"მთავარი არხის" ჟურნალისტი ემა გოგოხია მესტიაში "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" ანგარიშთან დაკავშირებით, რეპორტაჟის მოსამზადებლად ჩავიდა. ანგარიშში საუბარი იყო მესტიის მერის, მაჟორიტარი დეპუტატისა და მათი გარემოცვის მხრიდან სავარაუდო კორუფციულ სქემაში ჩართულობის შესახებ, ის ადგილობრივი ჩინოვნიკების აგრესიის სამიზნე გახდა.

მომხდარს გამოეხმაურა "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, რომელმაც მესტიის მერის უმკაცრესად დასჯა მოითხოვა. 

ამავე საკითხს გამოეხმაურა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაც, რომელმაც სამართალდამცავ ორგანოებს მომხდარის მყისიერად გამოძიებისკენ მოუწოდა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი