ექსკლუზივი: პოლიციამ გორის რაიონში 2 რუსი ჯარისკაცი დააკავა და გაუშვა

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" ინფორმაციით, გორის რაიონში, პოლიციამ ორი რუსი ჯარისკაცი დააკავა. საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები სოფელ ხურვალეთში, ქართველი სამართალდამცველების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვდინენ.

ჩვენი ინფორმაციით, ისინი ერთ-ერთ მოქალაქეს დაედევნენ, რომელიც საოკუპაციო ხაზთან ახლოს
გადადგილდებოდა. ადგილზე მობილიზებულმა პოლიციამ ოკუპანტების დაკავება მოახერხა, თუმცა, როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, გამოკითხვის შემდეგ ისინი ისევ გაათავისუფლეს.

7 მარტს, საოკუპაციო ხაზს გასწვრივ, სოფ. ხურვალეთის მიმდებარედ, პოლიციამ აღკვეთა საქართველოს მოქალაქის უკანონოდ დაკავების მცდელობა. უკანონო დაკავების აღკვეთის შემდეგ, საქართველოს პოლიციამ შეაჩერა საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები. არსებული პრაქტიკის მიხედვით, ცხელი ხაზის დახმარებით და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შუამავლობით განახორციელა კომუნიკაცია საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან და მოხდა ვითარების განმუხტვა, - ამბობენ სუს-ში.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი