მარტვილის ეპარქიაში დაპირისპირებისას ჟურნალისტები დაშავდნენ

გამოქვეყნდა:

მარტვილის ეპარქიაში დაპირისპირების შედეგად დაშავდნენ "მთავარი არხის",  "ტვ პირველის" , "რუსათავი 2"-ის და "ფორმულას" ჟურნალისტები. ტვ პირველის ოპერატორს საავადმყოფოში გადაყვანა დასჭირდა.

ისინი შენობის მეორე სართულიდან გადაცვივდნენ, როდესაც დაპირისპირების დროს, აივანის მოაჯირი ჩაინგრა. 

ინციდენტი იმ დროს მოხდა, როცა მეუფე სტეფანე სასულიერო პირებთან შეხვედრას მართავდა. ადგილზე შეიკრიბა მრევლის ნაწილი, რომლებიც უკმაყოფილონი არიან ახალი მმართველის გადაწყვეტილებით, რომლის საფუძველზეც მეუფემ ორ დიაკვანს მღვდელმსახურების უფლება შეუჩერა.

დეტალების შესახებ "მთავარის" 18 საათიან გამოშვებაში

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი