"მეუფემ გასცა ბრძანება მოვეშორებინეთ" - როგორ დაიწყო დაპირისპირება მარტვილის ეპარქიაში? 

გამოქვეყნდა:

მარტვილის ეპარქიაში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც მეუფე სტეფანემ მამაოებთან შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გადაწყვიტა და მრევლისა და ჟურნალისტების შეკითხვებს არ უპასუხა. ამის შემდეგ, მრევლი შეხვედრის ოთახში შესვლას შეეცადა, რასაც მწვავე დაპირისპირება მოჰყვა.

"მთავარი არხის" ჟურნალისტი, რომელიც ერთ ერთია ვინც დღევანდელი ინციდენტისას დაშავდა, ამბობს, რომ  მეუფემ გასცა ბრძანება, "ჟურნალისტები მოეშორებინათ".

ამის შემდეგ აივნის მოაჯირმა სავარაუდოდ სიმძიმეს ვეღარ გაუძლო და ჩაინგრა.

დაშავდნენ ტვ პირველის, ფორმულას, რუსთავი ორისა და მთავარი არხის ჟურნალისტები.

მეუფე სტეფანე კი მომხდარში ისევ მედიას ადანაშაულებს - "შემოიჭრნენ ჟურნალისტები და თავხედობენ" - ამბობს ის და დაშავებულებზე კომენტარს არ აკეთებს.

ამავე თემაზე:

"მთავარ არხთან არ ვთანამშრომლობ" - ანდრია ჯაღმაიძე მარტვილში მომხდარზე
 

მთავარი 08:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი