გომის მთაზე ერთი ახალგაზრდა გაიყინა, ორის მდგომარეობა მძიმეა

გამოქვეყნდა:

ტრაგიკული შემთხვევა კურორტ გომის მთაზე -  გვიან ღამით სოფელ ბოხვაურიდან კურორტ ბახმაროსკენ წასული 22-23 წლის ახალგაზრდები ქარბუქში მოყვნენ. ძლიერი ყინვის გამო ერთი ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა, ორი კი მძიმე მდგომარეობაშია.  

მგზავრებმა ვერც დანიშნულების ადგილამდე მიაღწიეს, ვერც უკან დაბრუნება მოახერხეს. ცუდი ამინდისა და ხილვადობის გამო, ადგილზე ჯერჯერობით ვერ მიდიან მაშველები. 

"ფეხით წასულან წუხელ, ერთი გაყინულია და ორი ცუდადაა კიდევ, 4 არიან ახალგაზრდებიო 22-23 წლის, ზუსტად ვერ გეტყვით, დიდი თოვლია მეტრა, მეტრა-ნახევარი. სამაშველოს დაეკონტაქტნენ, მაშველები წასულები არიან, ტრაქტორიც წასულია", - თქვა ოზურგეთის მკვიდრმა, თემურ ჯავახიამ. 

ინფორმაცია გზამშენმა18-მა გაავრცელა, რომელიც კუროტ გომის მთისკენ საგზაო სამუშაობს ახორციელებს.  ადგილზე ამ დროისათვის სამაშველო ჯგუფია მობილიზებული.

ფოტო: თაკო დავითაძე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი